ფაქტობრივი უზუსტობები და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციები
ფაქტობრივი უზუსტობები და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციები - ასე აფასებს მმართველი გუნდი, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლითაც ეუთო საქართველოს იმ კანონების გაუქმებას სთხოვს, რაც ქართველი მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთა იყო. ოჯახური ღირებულებების დაცვა და გამჭვირვალობა. ქართული ოცნება, ევრობიუროკრატებს სიცრუით მანიპულირებაში ამხელს. მოცულობითი დოკუმენტი, თებერვალში საქართველოში ორი დღით ჩამოსულმა ექსპერტმა მოამზადა, თუმცა ანგარიშში ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან არაფერი მოხვდა
