4 დაკავებული
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით, დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საქართველოში სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ ნივთიერება, რასაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი საწვავის მისაღებად იყენებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილას მდებარე საამქროებში, კუსტარულად დამზადებული საწვავის რეალიზაციას კი თბილისში, მათსავე ბენზინგასამართ სადგურებზე უზრუნველყოფდნენ. ამოღებული ნივთიერების ღირებულება 22 000 ლარს აღემატება. დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
