გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება ნებისმიერ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილებაა
გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება ნებისმიერ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილებაა. ფრიდრიხ მერცის თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებისადმი არანაირ მზადყოფნას არ იჩენს, რის გამოც, ევროპა აუცილებლად განაგრძობს მოსკოვზე ზეწოლას და უკრაინის მხარდაჭერას. გერმანიის კანცლერის თქმით, ირანში მიმდინარე ომის გამო ამ საკითხზე ყურადღებას არ გადაიტანენ.
