თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან გასროლილი მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალეს
თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან გასროლილი მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალეს. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერი ავრცელებენ. ბალისტიკური რაკეტა ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვითმა სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ანკარა იუწყება, რომ ინციდენტის ყველა დეტალის დასადგენად, შესაბამის სახელმწიფოსთან მიმდინარეობს კონსულტაციები.
