განათლების მინისტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა
განათლების მინისტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა. გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა. ისაუბრეს რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერების მხარდაჭერაზე, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, აკადემიური პროგრამების განვითარებასა და სტუდენტთა კვოტების განაწილებაზე
