მიმდინარე წლის თებერვალში ექსპორტი, წინასწარი მონაცემებით, 26.5%-ით გაიზარდა და თებერვლის თვის რეკორდულ მოცულობას, თითქმის 546 მლნ. დოლარს მიაღწია
მიმდინარე წლის თებერვალში ექსპორტი, წინასწარი მონაცემებით, 26.5%-ით გაიზარდა და თებერვლის თვის რეკორდულ მოცულობას, თითქმის 546 მლნ. დოლარს მიაღწია. მაღალი ზრდა ფიქსირდება საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით და რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მოცულობაც, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22.9%-ით არის გაზრდილი.
