ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ევროპარლამენტარების ნაწილი, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ევროპარლამენტარების ნაწილი, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. ისინი, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ ასეთი რეზოლუციები ხშირად ორმაგი სტანდარტით, გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მზადდება იმ მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკას არ ატარებენ.
