ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას, ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან, 34-მა მხარი არ დაუჭირა
ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას, ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან, 34-მა მხარი არ დაუჭირა. მათ შორის არის აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი, რუმინეთი, მალტა, სომხეთი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება მოთხოვნებს ,რომელიც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშშია. საუბარია გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებების და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმებაზე. ეთანხმება თუ არა ოპოზიცია ამ კანონების გაუქმებას- ამ კითხვის საპასუხოდ, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებების ნაწილი მათთვის საკამათოა. ხელისუფლების პოზიცია კი მკაფიოა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ხალხის ინტერესების გათვალისწინებაა.
