ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ბიოლოგიურ მამაკაცებს ქალთა სპორტში ასპარეზობა აეკრძალებათ. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულ კანონპროექტში სახელად „გადაარჩინე ამერიკა“, ასევე გათვალისწინებულია ბავშვთა სქესის შეცვლის ოპერაციების აკრძალვა.
