სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან შეხვედრებს განაგრძობს
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იოსელიანი დღეს კასპის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ხვითის, ბოჟამისა და თვაურების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ის პრობლემები განიხილეს რაც ადგილობრივებს აწუხებთ. საოკუპაციო ხაზთან სახალხო დამცველი შეხვედრებს პერიოდულად მართავს. მონიტორინგის შედეგები ყოველწლიურ ანგარიშში აისახება.
