ტყიბულში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ
ტყიბულში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ. ასევე ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. 45 ოჯახი ქუთაისსა და ტყიბულში მდებარე სასტუმროებშია გადაყვანილი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას განუმარტეს, ამ დროისთვის სოფელში გეოლოგები მუშაობენ. სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია, რაც ტერიტორიაზე სპეციალისტების გადაადგილებას ართულებს.
