ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე 52-ე სკოლის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე 52-ე სკოლის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მეტრ ფართობზე მონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. ეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება 300-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები. პროექტის ღირებულება 600 000 ლარია.
