დასავლეთ ერაყში ამერიკული საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
დასავლეთ ერაყში ამერიკული საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც შტატების ცენტრალური სარდლობა იტყობინება, ინციდენტის მიზეზი, მტრული ან მეგობრული ცეცხლი არ ყოფილა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე და არის თუ არა ვინმე დაღუპული ან დაშავებული. უცნობია მომხდარის გამომწვევი მიზეზიც და ვარდნის ადგილმდებარეობაც. ცენტრალური სარდლობის ცნობით, ინციდენტის მონაწილე მეორე თვითვფრინავი, უსაფრთხოდ დაეშვა.
