გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული კომპანია მონაწილეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული კომპანია მონაწილეობს. ეს არის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება. წელს გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3,000-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.
