ძაღლების პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეხვედრებს განაგრძობს
ძაღლების პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეხვედრებს განაგრძობს ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სუბიექტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. სააგენტოს ვეტერინარებმა ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელებს რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად გააცნეს.
