ვითარება ახლო აღმოსავლეთში
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ირანის იმპერიას არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რათა თეირანმა ვერ შეძლოს ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს განადგურება. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის ამას არასოდეს დაუშვებს. ირანულ მედიაში კი გავრცელდა ახალი უზენაესი ლიდერის პირველი მიმართვა. მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადას განაგრძობს და ირანელების დაღუპვის გამო შურს იძიებს. ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის მიმართულებით ინტენსიურ იერიშებს განაგრძობენ. ამერიკის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანი საჰაერო შესაძლებლობებს ყოველდღიურად კარგავს. პენტაგონის ცნობით, ბოლო 24 საათში ირანის სამხედრო თვითმფრინავები და თავდაცვის ინდუსტრიული ობიექტები გაანადგურეს. ირანი კი უტევს ისრაელის მთელ ტერიტორიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე ამერიკულ ობიექტებს. დრონებით იერიშის სამიზნე გახდა ბაჰრეინი, სადაც აეროპორტში მდებარე საწვავის ტანკერებს ცეცხლი მოეკიდა. ირანელებმა ერაყის წყლებში იერიში მიიტანეს ნავთობ ტანკერზეც, რომელიც აფეთქდა. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში, სპარსეთის ყურეში, სულ მცირე, 16 ტანკერი გახდა იერიშების სამიზნე
