ვითარება სტიქიის ზონაში
დანგრეული სახლები, დამეწყრილი სახნავ-სათესი მიწები და გზები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - ასეთია სტიქიის შედეგები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში. შესაბამისმა სამსახურებმა 45 ოჯახი ტერიტორიიდან დროულად გაიყვანეს. საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე დილიდან გეოლოგები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები
სიუჟეტის ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
