ანგარიში საქართველოზე
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში ცნობილია. ექსპერტი საქართველოში 17-18 თებერვალს იმყოფებოდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ანგარიში სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს მოიცავს. საქართველოს მთავრობა ეუთოს და მის მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით მიმართავს, სათანადოდ გაითვალისწინონ ვრცელ პასუხში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
