„დემოკრატიაში ჩარევის ობსერვატორია“ ავრცელებს გაფრთხილებას, რომ იგეგმება უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია
„დემოკრატიაში ჩარევის ობსერვატორია“ ავრცელებს გაფრთხილებას, რომ იგეგმება უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში, მაღალრეიტინგულ მედიაში იწერება სტატიები უნგრეთის პრემიერ მინისტრის პარტიის სასარგებლოდ, არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. „დემოკრატიაში ჩარევის ობსერვატორია“ წერს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ავრცელებენ ამ შეხედულებას, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა წინასწარვე დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ და შექმნან არჩევნების შედეგების არაღიარების საფუძველი. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება
