ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფოების ნორმები, რომლებიც სქესის შესახებ მონაცემების განახლებას კრძალავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღდეგება
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს დასკვნით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომელიც მოქალაქეს არ აძლევს უფლებას, რომ სამართლებრივად დოკუმენტებში შეცვალოს ინფორმაცია გენდერული იდენტობის შესახებ, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იტალიაში მცხოვრები ბულგარეთის მოქალაქის საქმეზე გამოიტანა. საქმე ეხება მამაკაცს, რომელმაც სქესი შეიცვალა და ბულგარეთის კანონმდებლობით არ ეძლეოდა სამოქალაქო მონაცემთა ბაზაში შეცვლილი სქესის მითითების შესაძლებლობა. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს დასკვნით, ევროკავშირის კანონმდებლობა წევრი სახელმწიფოს სასამართლოებს, სქესის სამართლებრივ სტატუსთან, საკუთარი ეროვნული კონსტიტუციის შესაბამისად, არ აძლევს კანონის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, როცა ასეთი ინტერპრეტაცია ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება. სასამართლოს დასკვნას გამოეხმაურა, ცენტრალური ევროპის კვლევითი ცენტრი „ემ სი სი ბრიუსელი“, რომელიც ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო სქესის სამართლებრივი შეცვლის ვალდებულებას ყველა წევრ სახელმწიფოს აკისრებს, რაც თავდასხმაა როგორც საღი აზრის, ასევე სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიული უფლებების წინააღმდეგ
