კულტურის მინისტრმა ალ. გრიბოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასსა და ადმინისტრაციას დირექტორი ირინა სოლტიში და აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი წარუდგინა
კულტურის მინისტრმა გრიბოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასსა და ადმინისტრაციას დირექტორი ირინა სოლტიში და აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი წარუდგინა. შეხვედრისას, მინისტრმა და თეატრის გენერალურმა დირექტორმა გრიბოედოვის თეატრის საუკეთესო ტრადიციებზე, მათ შენარჩუნებაზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე ილაპარაკეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალ მენეჯმენტს კულტურის სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, რათა თეატრმა სრულყოფილად და წარმატებით შეძლოს ფუნქციონირება
