შალვა პაპუაშვილი ხიდაშელის „ენჯეოზე“: ეს არის სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. ვნახეთ ესტონური, როგორც ჩანს, ახლა არსებობს კიდევ ჩეხური - სოციალისტური ბანაკი წინაა სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში
სანქციების გვერდის ავლის მცდელობა, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ჩართული - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება თინა ხიდაშელის მიერ საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ჩეხეთში რეგისტრირებაზე. შენობაში, სადაც ხიდაშელის ორგანიზაციაა რეგისტრირებული, ასევე არის ჩეხეთის ტაივანის ასოციაცია. რეგისტრაციის თარიღად 2024 წლის დეკემბერია მითითებული. ეს ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოში უკვე მიღებულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ქრონიკის ინფორმაციით, თინა ხიდაშელს და მის შვილს, გრიგოლ უსუფაშვილს პირველი ტრანში უკვე ჩაერიცხათ. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, თინა ხიდაშელთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ქრონიკის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს
