პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის არა იდეოლოგიური კონფლიქტი, არამედ დავა ლიდერობისთვის
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის არა იდეოლოგიური კონფლიქტი, არამედ დავა ლიდერობისთვის. ქრონიკის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავას პარტია ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან. ვითარება თამარ ჩერგოლეიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თანაგუნდელი, დაცვის ნაცვლად, გააკრიტიკა. არსებულ ინფორმაციას არ დასტურებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ირაკლი ფავლენიშვილმა იმის უარყოფაც სცადა, რომ განცხადება, რომელიც ჩერგოლეიშვილის და ცისკარიშვილის დაპირისპირებაზე გავრცელდა, ამ საკითხს არ ეხებოდა
