საპატრიარქოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, იკომოსისა და იკრომის წარმომადგენლები ეწვივნენ
საპატრიარქოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, იკომოსისა და იკრომის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ უმასპინძლა. მხარეებმა მცხეთის ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის გეგმა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, სივრცითი დაგეგმარება და მცხეთის გენერალური გეგმის საკითხები განიხილეს.
