განათლების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
განათლების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი საკითხები გააცნო. გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღების კვოტების გადანაწილება.
