უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი სიცრუეში ამხილა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი სიცრუეში ამხილა. პიტერ სიიარტო ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ არ იცის, რას აკეთებს უნგრეთის დელეგაცია უკრაინაში, რადგან უნგრეთის მთავრობამ ვიზიტი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არ შეათანხმა. სიიარტომ აღნიშნა, რომ რეალობა სხვაა და ამის დამადასტურებელ დოკუმენტიც გამოაქვეყნა.
