პიტერ სიიარტო უკრაინას უნგრეთის გაზის გარეშე დატოვების მცდელობაში ადანაშაულებს
პიტერ სიიარტო უკრაინას უნგრეთის გაზის გარეშე დატოვების მცდელობაში ადანაშაულებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ტერუიტორიაზე „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ინფრასტრუქტურას დაარტყა, რომელიც დღეისათვის უნგრეთის გაზით მომარაგების ერთადერთი წყაროა. სიიარტო კიევის ქმედებას უნგრეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.
