შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სხვადასხვა სამმართველოს მუშაობის შესახებ სრული ინფორმაცია წარუდგინა. საუბარი ასევე შეეხო დაცვის პოლიციაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა .
