ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ პატიმრების გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ პატიმრების გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს. საქართველოს თემაზე გამართულ დებატებში, ელენე ხოშტარიასა და სხვა პატიმრების საქმეების განხილვაზე იმსჯელეს. ევროპარლამენტართა ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ევროპარლამენტი საკითხზე რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის.
