თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი
დედაქალაქის მთავრობა უსახლკარო ადამიანებზე ზრუნვას განაგრძობს. ლილოს მუნიციპალურ დაწესებულებაში ამ დროისთვის 120-მდე ადამიანია, თუმცა 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ბენეფიციარები პირადი მოხმარების ნივთებით და ჰიგიენური საშუალებებით არიან უზრუნველყოფილი, ასევე 24 საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის გამართული მუშაობისთვის, ბიუჯეტში 4 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ მელაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
