პრემიერის შეხვედრა ისრაელის ელჩთან
ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძემ ვალიდ აბუ ჰაიას დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე.
