საქართველო ლიდერ პოზიციებზე
ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატს და წევრი ქვეყნების ნაწილს უსწრებს. ასევე: ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფ ზოგიერთ სახელმწიფოს. ეს ჰერითიჯ ფაუნდეიშენის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის ნაწილია. ამავე დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული კანონის უზენაესობა, სასამართლოს ეფექტიანობა, საკუთრების დაცულობა, მთავრობის კეთილსინდისიერება.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
