პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრაც. ისაუბრეს საპოლიციო სისტემაზე, მიმდინარე რეფორმებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის შსს-ს დელეგაციის წევრებმა პოლიციის აკადემიის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
