ჯანდაცვის მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობისა და რესტრუქტურიზაციის საკითხები, ასევე სოციალური სისტემების გაძლიერების შესაძლებლობები. მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს. პროგრამა 2022 წლის ივნისიდან დაიწყო და 2028 წლამდე გაგრძელდება.
