რეჟისორი გოგა ხაინდრავა პროკურატურას მიმართავს, საქმე ეხება ტელეკომპანია ფორმულაზე მის შესახებ გასულ სიუჟეტს
რეჟისორი გოგა ხაინდრავა პროკურატურას მიმართავს, საქმე ეხება ტელეკომპანია ფორმულაზე მის შესახებ გასულ სიუჟეტს. გოგა ხაინდრავას განცხადებით, აუცილებელია პროკურატურამ გამოიძიოს ის მძიმე დანაშაული, რომელიც ფორმულამ მას დააბრალა და დადგინდეს, რეალურად ვინ არის დამნაშავე. სიუჟეტი ეხებოდა ქვეყანაში არალეგალების შემოყვანას. გოგა ხაინდრავამ სარჩელი სასამართლოშიც შეიტანა.
