სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონ ლარამდე გაფლანგვის საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას თანხის დაბრუნება დაევალათ
ამ საქმეს ოპოზიცია და ოპოზიციური მედია საშუალებები პიჯაკების საქმეს არქმევენ, რეალურად კი, საქმე ეხება ცხრა მილიონამდე ლარს. არაერთი მტკიცებულებით დგინდება, რომ ბიუჯეტიდან თანხა დახარჯულია გამაჯანსაღებელ პროცედურებში, ბოტოქსში, ლიპოსაქცია ეპილაციაში, ასევე პირადი ესპანელი მზარეულის ჩამოყვანაში. მაგალითად, 237 ათას 354 ლარი დახარჯულია სააკაშვილის მეგობრებისთვის ოქროს სამკაულებისა და საათების შეძენაში. მიხეილ სააკაშვილი შვილის სწავლას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდა და ამისთვის დახარჯულია 57 ათას ლარზე მეტი. საქმეში არსებულ საიდუმლო პატაკებს შორის არის მკერდით მხატვრის მიერ შესრულებული ტილოების საფასურის გადახდის ქვითარი, ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სასტუმროების, სპა სალონებისა და კლუბების ფარული ხარჯებიც.
