ყულევის პორტი სანქციების სიიდან ამოღებულია
ყულევის პორტი სანქციების სიიდან ამოღებულია. ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია, რომელიც აქამდე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სასანქციო პოლიტიკის დარღვევას აბრალებდა, ახლა ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ნავთობტერმინალი წესებს არღვევს, თუმცა ბრიუსელმა ეს ჩვენს ქვეყანას ახალი ვალდებულებების და აზერბაიჯანის მიმართ ევროკავშირის და ვაშინგტონის დამოკიდებულების გამო აპატია. ოპოზიციის ეს კამპანია მმართველი გუნდის შეფასებით, ქვეყნის მტრობას და საერთაშორისო იმიჯის შელახვის მცდელობას ნიშნავს
