ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის- ეს არის გზავნილები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში წერია. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს გზავნილები არის ერთგვარი მოწოდება ოპოზიციის მისამართით, მოუსმინოს საკუთარ ხალხს.
