პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმის ბაიბიტის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს ბენ ჭოუს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია წამყვანი საერთაშორისო ფინტექ კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ფინანსური ინოვაციებისა და ციფრული აქტივების მომსახურების კუთხით ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ 2021-2025 წლებში, ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ისევე როგორც ფინანსური სერვისების შემდგომ განვითარებას
