ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება და ხაზი გაუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები.
