პატრიოტები ევროპისთვის ასევე აპროტესტებენ ევროპარლამენტის მიერ უკრაინის პრეზიდენტის „ევროპული დამსახურების ორდენით“ დაჯილდოებას
პატრიოტები ევროპისთვის ასევე აპროტესტებენ ევროპარლამენტის მიერ უკრაინის პრეზიდენტის „ევროპული დამსახურების ორდენით“ დაჯილდოებას. პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი კინგა გალი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დაუშვებელია ევროკავშირის ღირებულებებში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვო ვოლოდიმირ ზელენსკი მაშინ, როდესაც იგი ბლოკის წევრი სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს - ვიქტორ ორბანს დაემუქრა.
