ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართული დებატები
ევროპარლამენტში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ დებატებზე, ევროდეპუტატების ნაწილმა კანდიდატი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების ინიციატივა გააპროტესტა. ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების დაჩქარება და ინტეგრაციის განახლებული მოდელის შექმნა არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია. ეს პოზიცია გააკრიტიკეს პოლიტიკური ჯგუფის, პატრიოტები ევროპისთვის წევრებმა. მათ უკრაინა საკუთარი მოქალაქეების იძულებით სამხედრო მობილიზაციაში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი, უნგრეთის პრემიერ მინისტრის მიმართ დაუშვებელ მუქარაში დაადანაშაულეს.
