ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში შეთანხმება დაირღვა
ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში შეთანხმება დაირღვა. ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი კი არ სურთ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში. მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიცია პატრონების დავალებით მოქმედებს, მიუხედავად დაპირისპირებისა მითითებას შეასრულებენ და ერთი ქოლგის ქვეშ, ერთ პარტიაში გაერთიანდებიან. ერთ პარტიად ქცევაზე რომ მსჯელობა მიმდინარეობს, ორი დღის წინ დაადასტურეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.
