პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. ირაკლი კობახიძემ თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე ილაპარაკა და მათ დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა. იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა.
