გზავნილები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში წერია
სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა - ეს არის ის გზავნილები რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში წერია. დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. ეუთოს საპარლამენტოს ასამბელის პრეზიდენტი სამი დღის განმავლობაში შეხვდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებს, პრეზიდენტს, ოპოზიციას, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელებს, ეუთოს დელეგაცია იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზზთან.
