ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში
საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს. უზბეკეთის დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების სერია ორი ქვეყნის სახელმწიფო ანსამბლების „ერისიონისა“ და „ტუმორის“ ერთობლივი გალაკონცერტით გაიხსნა. მოეწყო ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს კულტურის მინისტრის შეხვედრა უზბეკ კოლეგასთან. ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში ქართველი კინორეჟისორების ფილმების ჩვენებასაც მოიცავს.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
