უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დირექტორი, ვიქტორ ორბანის მისამართით უკრაინის პრეზიდენტის მუქარის შემცველ განცხადებას, უპრეცედენტო თავდასხმას უწოდებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დირექტორი, ვიქტორ ორბანის მისამართით უკრაინის პრეზიდენტის მუქარის შემცველ განცხადებას, უპრეცედენტო თავდასხმას უწოდებს. ბალაჟ ორბანი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ევროპაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, როდესაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა უნგრეთის დაშანტაჟება სცადა და მას ღიად დაემუქრა. უნგრეთის პრემიერ მინისტრის პოლიტიკური დირექტორის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი მიზანმიმართულად ბლოკავს დრუჟბის ნავთობსადენსაც, რაც ბუდაპეშტზე არა მხოლოდ ეკონომიკურ წნეხს ქმნის, არამედ უნგრეთის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პირდაპირი ჩარევის მცდელობაა.
