უნგრეთის მმართველ პარტიას სურს, რომ უკრაინის სახელმწიფო ბანკისთვის ჩამორთმეული მილიონობით ევრო და დოლარი ნაღდი ფული და ოქრო, რომელიც უნგრეთმა გასულ კვირას, ტრანსპორტირების დროს ამოიღო, კანონის ძალით გაყინოს
უნგრეთის მმართველ პარტიას სურს, რომ უკრაინის სახელმწიფო ბანკისთვის ჩამორთმეული მილიონობით ევრო და დოლარი ნაღდი ფული და ოქრო, რომელიც უნგრეთმა გასულ კვირას, ტრანსპორტირების დროს ამოიღო, კანონის ძალით გაყინოს. შესაბამისი კანონპროექტი პარტია ფიდეშის ლიდერმა წარადგინა. საკანონმდებლო აქტით, უკრაინის ოშადბანკის 35 მილიონი ევრო, 40 მილიონი დოლარი და 9 კილოგრამი ოქრო გაყინული იქნება, ვიდრე უნგრეთი ამ თანხის გადაზიდვასთან დაკავშირებულ გამოძიებას არ დაასრულებს. ამ ინიციატივას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და მას უკანონობა უწოდა. ანდრეი სიბიგა უნგრეთს უკრაინის სახელმწიფო ბანკის კუთვნილი ქონების მოპარვასა და დაკავებული 7 უკრაინელის მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს.
