ევრაქტივის ცნობით, საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა
ევრაქტივის ცნობით, საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა. ჟან ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკომისია ოფიციალური მანდატის ფარგლებს არ უნდა გასცდეს, საგარეო პოლიტიკა კი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის კაია კალასის კომპეტენციაა.
