ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილი ესაუბრა
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვედრაზე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, 2012 წლიდან საქართველო იყო და რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერად.
